Tuesday, November 21, 2017

საგანმანათლებო პროგრამები მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნის დღიდან ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელი, მისი გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია. დამთვალიერებელთა განსხვავებულ ჯგუფებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის შემეცნებით პროგრამაში ასევე ისარგებლონ სპეციალურად მომზადებული მასალით. მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებსა და შესაბამის შემეცნებით ლიტერატურას ამზადებს საგანმანათლებლო ცენტრი. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მეცნიერები და განათლების სპეციალისტები. საგანმანათლებლო პროგრამები განსხვავებული ფორმატისაა: ერთჯერადი ან ციკლური, ჯგუფური ან ინდივიდუალური, გამოფენის თანმხლები, სეზონური ან რეგულარული.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი სთავაზობს მოსწავლეებს ინტერაქტიურ და შემეცნებით პროგრამებს ისტორიაზე, არქეოლოგიაზე, რესტავრაციაზე, ნუმიზმატიკაზე, იარაღზე, ხელნაწერის ისტორიაზე, მსოფლიო და ქართულ ხელოვნებაზე, თანამედროვე ხელოვნების ჟანრებზე და ასე შემდეგ. ასევე აღსანიშნავია მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, რომელთა არეალიც ფართოა: მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები, მუზეუმის თანამშრომლების ლექცია-პრეზენტაციები სკოლებსა და რაიონულ ცენტრებში, ვებგვერდზე განთავსებული მასალები და სხვა.

No comments:

Post a Comment