საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნის დღიდან ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელი, მისი გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია. დამთვალიერებელთა განსხვავებულ ჯგუფებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის შემეცნებით პროგრამაში ასევე ისარგებლონ სპეციალურად მომზადებული მასალით. მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებსა და შესაბამის შემეცნებით ლიტერატურას ამზადებს საგანმანათლებლო ცენტრი. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მეცნიერები და განათლების სპეციალისტები. საგანმანათლებლო პროგრამები განსხვავებული ფორმატისაა: ერთჯერადი ან ციკლური, ჯგუფური ან ინდივიდუალური, გამოფენის თანმხლები, სეზონური ან რეგულარული.
არქეოლოგიური დღიურები
Tuesday, November 21, 2017
არადეთის ორგორის (დედოფლის გორის) არქელოგიური ექსპედიციის 2017 წლის საველე სამუშაოების ანგარიში
2017 წლის საველე მუშაობის მიზანი
დედოფლის გორა და მისი შესწავლის ისტორია
დედოფლის გორა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში მტკვრის მარცხენა შენაკადის დასავლეთის ფრონის (ფციულას) მარცხენა ნაპირას, მისი მტკვართან შესართავის მახლობლად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონეებითა და კვერნაკის ქედის მონაკვეთით მოზღუდული ვრცელი ვაკის, ე.წ. დედოფლის მინდვრის სამხრეთ ბოლოში (კოორდინატები: 42°02’48.66’’N; 43°51’37.75’’E).
დაკარგული ცურტავი
კოლექტიური მეხსიერება გარკვეული ჯგუფის თუ საზოგადოების
მიერ გაზიარებული მეხსიერებაა. იგი მუდმივ ევოლუციას განიცდის და წარმოადგენს დამახსოვრებისა
და დავიწყების დიალექტიკურ ერთიანობას. კოლექტიური მეხსიერება საერთოა ოჯახებისა თუ
ეთნიკური ჯგუფებისათვის და ამდენად ეთნიკური ცვლილება იწვევს წყვეტას მეხსიერებაში.
ამ თვალსაზრისით ძალიან თვალსაჩინო მაგალითია ცურტავი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი
ობიექტია ქრისტიანული საქართველოს ისტორიისათვის. მეხსიერებამ შემოინახა ცნობა, რომ
ცურტავი ქვემო ქართლში მდებარეობდა, მაგრამ XVII საუკუნის შემდეგ ქვემო ქართლის მოსახლეობაში
ეთნიკური ცვლილება მოხდა - ქართული მოსახლეობა აიყარა და მას თურქული მოდგმის ხალხი
ჩაენაცვლა. ამან გამოიწვია წყვეტა ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში და დღეს არავინ
იცის ცურტავის კონკრეტული მდებარეობა.
ჩემი კვლევის მიზანია ვიპოვო ცურტავის ადგილმდებარეობა
წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების ურთერთშეჯერების საფუძველზე: ვიყენებ
არამარტო ქართულ, არამედ სომხურ წერილობით წყაროებს, რადგანაც ცურტავი სომხურ კოლექტიურ
მეხსიერებაშიც შემორჩა.
Subscribe to:
Posts (Atom)